ნასოფლარი ისტორიულ სამცხეში, მდ. ურავლის მარჯვენა სანაპიროზე. 1598 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, ის შედიოდა ახალციხის ლივის ჭაჭარაქის ნაჰიეში. იქ მაშინ 3 კომლს უცხოვრია: ვაშლობელს, მის ძმას და ბატატა ვაშლობელისძეს. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ამუშავებდნენ სელს, ჰქონიათ ბოსტნები, ჰყოლიათ ღორი და ფუტკარი. მათი წლიური გამოსაღები 8 045 ახჩა იყო. 1720–1721 წლებში ეს სოფელი ყოფილა ზეამეთი ვინმე აბუბექრისა, მისი გამოსაღები უკვე 31 260 ახჩა გამხდარა, რაც სოფლის მოსახლეობის მატებაზე მიუთითებს.
|